სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლიანი გარჩევა კასპში - შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს

მკვლელობა და დაჭრა კასპში - სოფელ ხიდისყურში საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღელე კი დაჭრეს.

დაჭრილის ქალის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული არავინაა, თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. ბაირამოვების და გულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა გულბანოვის ბიძა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გულბანოვმა სისხლი აიღო. შურისძიების შემდეგ კი პოლიციაში საკუთარი ფეხით წავიდა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100