სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოლეგ გაზმანოვმა სოხუმში, ხაჯიმბას მხარდამჭერ კონცერტზე "Привет, Аджария!" დაიყვირა

2004 წელს მომხდარი ამ სკანდალური ფაქტის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი: მანამდე არც აფხაზურ, არც რუსულ და, ბუნებრივია, არც ევროპის სხვა ქვეყნების პრესაში ამაზე არაფერი დაწერილა.

რა თქმა უნდა, ქართველებს კარგად გვახსოვს, როგორ ჩავიდა 2004 წელს სოხუმში რუსი მომღერალი ოლეგ გაზმანოვი და როგორ იქცა ეს ფაქტი აფხაზური ხელისუფლების თავის მოსაწონებელ ღონისძიებად. მაშინ გაზმანოვი მხარს რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას უჭერდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ სწორედ ხაჯიმბა იყო კრემლის კანდიდატი და არა სერგეი ბაღაფში.

კონცერტზე, ყველას გასაგონად, მიკროფონში თქმული ოლეგ გაზმანოვის ფრაზა, ალბათ, საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა რუსი ჟურნალისტი და ანტიქართული განწყობილებით ცნობილი მაქსიმ შევჩენკოს დღევანდელი გამოსვლა დნესტრისპირეთში, ტირასპოლში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჯერ რუსულ ბლოგოსფეროში, ახლახან კი რუსულ მედიაშიც, კერძოდ, „რეგნუმ.რუ“-ზეც გაჩნდა.

მაქსიმ შევჩენკო: „მოსკოვი და პირადად, კოლეროვი („რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი) მუხანათურად მოექცნენ სერგეი ბაღაფშს. ოლეგ გაზმანოვმა კი სოხუმში გამართულ, რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერ კონცერტზე მიკროფონში ხმამაღლა დაიყვირა: "Привет, Аджария!". შედეგად - არჩევნები წავაგეთ.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100