კანის კინოფესტივალი პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმას მასპინძლობს
კანის კინოფესტივალზე პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე PRODUCERS ON THE MOVE ახალგაზრდა, წარმატებული პროდიუსერები შეიკრიბნენ.წელს PRODUCERS ON THE MOVE კანში 14 - 17 მაისს ტარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შერჩეული 20 პროდიუსერი იღებს.საქართველოს ქართველი პროდიუსერი ნინო დევდარიანი წარადგენს.
პლატფორმას European Film Promotion (EFP) წარმოადგენს, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს.
სხვადასხვა აქტივობის პარალელურად მონაწილეებს საშუალება ექნებათ განიხილონ ქეის სთადი თემაზე "Producing with SVoD platforms Netflix and HBO”.ცნობილი დანიელი და ჩეხი პროდიუსერები Jesper Morthorst და Tomáš Hrubý ამ თემის ირგვლივ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა პროდიუსერებს.
პარალელურად ფესტივალის კინობაზრობაზე "მსოფლიო პავილიონში” Cinema du Monde თინათინ ყაჯრიშვილის და ლაშა ხალვაშის პროექტი "მოქალაქე წმინდანი" იღებს მონაწილეობას.სცენარის განვითარების პროგრამისთვის Script Eeast კი შერჩეულია რუსუდან ჭყონიას პროექტი "ვენეცია", რომლის პრეზენტაციაც ასევე კანის კინოფესტივალის ფარგლებში მოხდება.
კომენტარი