სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ომლეტი ალუბლით

მასალა:

1 ჭიქა რძე

250-300 გრამი ფქვილი

2 ცალი კვერცხი

მარილი, შაქარი, ცხიმი - გემოვნებით

750-1000 გრამი ალუბალი

ფქვილი გავხსნათ და ავურიოთ რძეში, ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი და მოვზილოთ ცომი (არაჟნის სისქის). ნახევარი პორცია ცომი ჩავასხათ გაცხელებულ და ცხიმწასმულ ტაფაში. ზემოდან დავაწყოთ კურკაგამოცლილი და შაქარმოყრილი ალუბლის ფენა და მოვასხათ დარჩენილი ცომი. ვაცხოთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში ზომიერ ტემპერატურაზე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავჭრათ ნაჭრებად და მოვაყაროთ შაქარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100