„თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება ოქროს თასი, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2020“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი.
საერთაშორისო კონკურსზე
„International Wine Challenge 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი
შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი
ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე
მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები
ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან. „International Wine Challenge 2020“-ზე ათასობით
ღვინო იღებდა მონაწილეობას. უკვე მესამე წელია, გლეხური ქისი ქვევრი კონკურს
„International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასი (Gold Trophy) გადაეცემა.
გლეხური, ქისი ქვევრი
2018 - ოქროს თასი
თელიანი ველი, winery97,
საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი,
winery97, გაუფილტრავი საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი, წინანდალი
2019 - ვერცხლი
გლეხური, კისისხევი
საფერავი 2018- ბრინჯაო
მთავრული, ქინძმარაული
2019 - ბრინჯაო
მთავრული, საფერავი
2019 - ბრინჯაო
„International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი
კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები
ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით
აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის
უმაღლესი გარანტია.
ბმული: http://www.internationalwinechallenge.com
კომენტარი