გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა 2 ადამიანი მოკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა 2 ადამიანი მოკლა, ხოლო ორი მეზობელი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოათავსა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
კომენტარი