სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაბეღლავი“ - ქართული ბუნების მადლი

ნებისმიერი კომპანია, რომელიც ლოკალურიბაზრიდან საერთაშორისო არენაზე გადის, ერთგვარი სახეა თავისი ქვეყნის, კულტურისა და ტრადიციების. ეს განცდა განსაკუთრებით გაძლიერებულია ისეთი პატარა ქვეყნიდან გასული ბრენდებისთვის, როგორიც საქართველოა.

„წყალი მარგებელის“ პროდუქცია წელს უკვე 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ ხშირშემთხვევაში, მალევე იმკვიდრებენ საკუთარ ნიშას უცხოურ ბაზრებზე, სარგებლობენ განსაკუთრებული უპირატესობებით კონკურენტებთან შედარებით და განსხვავებულ ლოიალურობასაც იძენენ მომხმარებლის თვალში. ეს განსაკუთრებულობა მეტწილად მათი ნატურალური გემოვნური და სამკურნალო თვისებების დამსახურებაა, თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფასეულობები, კულტურა და ტრადიცია, რაზეც ეს ბრენდი დგას და რითაც ამდიდრებს ბუნებისგან ბოძებულ სარგებელს.

„წყალი მარგებელი“ დაარსებიდან 17 წლის განმავლობაში კულტურის, განათლების თუ ბუნებისდაცვის მიმართულებით, უამრავი სხვადასხვა პროექტის მხარდამჭერი იყო.

„წყალი მარგებელის“ სოციალურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი განათლებას უჭირავს. აღნიშნული სფეროს მიმართ იტნერესი გამოიხატება, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების მხარდამჭერ პროექტების განხორიცლებაში.

მათ შორის მნიშვნელოვანია პროექტი „განათლებული მომავლისთვის“, რომელიც უკვე მეორე წელია „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით ხორიცლედება. პროექტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, ეროვნული ოლიმპიადაში გამარჯვების შედეგად, კომპანიის დახმარებითა და დაფინანსებით გაემგზავროს დიდ ბრიტანეთში და აიმაღლოს ინგლისური ენის ცოდნის დონე.ასევე აღსაღნიშნავია, უამრავი სტუდენტური კონფერენცია განათლების მიმართულებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში.

განათლებასთან ერთად კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, როგორც ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო კულტურული პროექტების მხარდაჭერა.

„წყალი მარგებელი“ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორია, როგორიცაა თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი, სადაც 25-მდე ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენელს საშუალება ეძლევა თავიანთი ნამუშევრები და აზრები გაუზიარონ ერთმანეთს და იმსჯელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ამასთანავე კომპანია არ ივიწყებს ქართულ კულტურას და ყოველწლიურად რამდენიმე ღონისძიების მხარდამჭერად გვევლინება, დაწყებული ეროვნულ ქორეგრაფიული ანსამბლ „ერისიონის“ გასვლითი კონცერტებიდან დამთავრებული საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ფესტივალის - არტ გენის პარტნიორობით.

კომპანია თავისი არსითა და ფასეულობებით უმეტესწილად საქართველოშიბუნების სილამაზით გამორჩეულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს, გურიას წარმოადგენს. შესაბამისად, „წყალი მარგებელის“ გუნდი დიდ რესუსრსს ხარჯავს გარემოსდაცვითი საქმიანობის საწარმოებლად და წასახალისებლად. 2013 წელს კომპანიის გუნდმა შეიმუშავა „ბახმაროს“ ბოთლის ისეთი ფორმა და დიზაინი, რომელიც შემცირებული წონადობით გამოვიდა ბაზარზე, რის შედეგადაც შემცირდა პოლიეთილენისგან გარემოსთვის მიყენებული ზარალი. კომპანიის ინიცირებით ხშირად ტარდება დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ყოველივე ზემოთ აღწერილს ზურგს უმაგრებს დარგის პროფესიონალთა მრავალწლიანი მუშაობა და გამოცდილება, რასაც ემატება მინერალური და წყაროს წყლის ბუნებრივად გამორჩეულობა, რაც კომპლექსს ქმნის იმ მახასიათებლებისა, რის გამოც „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ უკვე რამდენიმე წელია მომხმარებელთა სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს.

. . . და მართლაც, ნაბეღლავი ჯობია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100