სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევმა საქართველოს ომიდან სამი წლისთავი ორიგინალურად „მიულოცა“

ოკუპანტი სახელმწიფოს პირველმა პირმა ომიდან სამი წლითავი ორიგინალურად „მოგვილოცა“: რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის შეთანხმება შეიტანა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების მოქმედებას ეხება.

"აღნიშნული შეთანხმებით მხარეების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული რუსული გაერთიანებული სამხედრო ბაზის იურიდიული საკითხები რეგულირდება - განსაზღვრულია სამხედრო შენაერთების რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვისთვის ურთიერთქმედების წესები, სამხედრო ბაზის ობიექტებისა და სხვა უძრავი საკუთრების, მიწის ნაკვეთების გამოყენების წესი, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსი, ასევე სამხედრო ბაზის საქმიანობის სხვა საკითხები", – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში, სადაც ასეთ ფრაზასაც შეხვდებით: „რუსეთმა შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც მედვედევ–სარკოზის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100