სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განათლების სამინისტრო გმობს ნაციონალების მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას

დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოწოდებას.

კერძოდ, 2016 წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’ მარიამ რამინაშილმა გამართა ტრეინინგი, რომლის თემა იყო მასწავლებელთა პროფესიული გამოცდებისთვის მომზადება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე წინასწარ დაუკავშირდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს და პირადად მოიწვია ტრენინგზე, რომელიც გაშუქდა მედიის მიერ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ინტერვიუებში აფიქსირებენ, რომ „აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება“. მას შემდე, რაც მედიამ დატოვა საკონფერენციო დარბაზი, მონაწილეების განმარტებით, მათ სკაიპით ჩაერთო ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გააცნო პედაგოგებს ნაციონალური მოძრაობის ხედვები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებისათვის და მოუწოდა მათ 2016 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ ნაციონალურ მოძრაობას.

სააკაშვილის ჩართვის შემდეგ დარბაზში დამსწრე პედაგოგთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა იქაურობა, რადგან თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად (როგორც შემდეგ თავად განაცხადეს სკოლის დირექტორებთან და სოციალურ ქსელში). “აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიუღებლად მიიჩნევს საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზების მცდელობას. მიუღებელია ასეთი მეთოდით, კერძოდ მოტყუებით, პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის.

მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი არასამართლებრივი და თაღლითური ქმედებებისგან და ვთხოვთ, შესაბამის ორგანოებს მოახდინონ რეაგირება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს.” - განაცხადა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100