სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენების შესახებ

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენების შესახებ

,,გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ხაზთან ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრების პირობებზე. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებიც შეიძლება ატარებდეს პროვოკაციულ ხასიათს და აფერხებდეს რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით გამოიყენონ უკვე არსებული მექანიზმები, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. “

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100