სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუამორ კადაფის მომხრეებმა ტრიპოლი დაიბრუნეს

ლიბიის დედაქალაქს - ტრიპოლის ისევ მუამორ კადაფის მომხრეები აკონტროლებენ. ისინი იქ პარასკევს დაბრუნდნენ. დღეს ბრძოლები უკვე საერთაშორისო აეროპორტისთვის მიმდინარეობს. უცხოური მედია იუწყება, რომ ტრიპოლიში, მთავარ შენობებზე კადაფის ვაჟის - ხამისის მეთაურობით ისევ აღმართეს მწვანე დროშები.

„ტვიტერის“ ბლოგერები უფრო საგანგაშო ცნობებს ავრცელებენ: მათი თქმით, აეროპორტი ალყაშია და იქ იმყოფებიან ამბოხებულთა მხრიდან ტრიპოლის კომენდანტი და ნატო-ს წარმომადგენლები, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ბლოგერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ლიბიაში აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩები გაუჩინარდნენ. ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

ინტერნეტში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლიბიის დედაქალაქის თავზე ნატო-ს ვერტმფრენები ტრიალებენ. გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ჩამოაგდეს კადარფის მომხრეებმა ნატო-ს ერთი ვერტმფრენი ქალაქის ცენტრში. შეტაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მინდინარეობს და ამბოხებულთა რიგებში სრული დაბნეულობა, პანიკა და არაორგანიზებულობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100