ცნობილი გახდა, თუ რატომ ყიდის სინამდვილეში ჯონი დეპი თავის უძრავ ქონებას
ჯონი დეპი 2016 წლიდან მოყოლებული ყიდის ყველა უძრავ ქონებას, რაც გააჩნია. ამჯერად მან ფერმის გაყიდვა გადაწყვიტა, რომელიც კენტუკის შტატში აქვს და რომელსაც ორ მილიონ დოლარად აფასებს. ეს უკვე რიგით მეხუთე უძრავი ქონებაა, რომელიც დეპმა გასაყიდად გაიტანა.
ცოტა ხნის წინ გაირკვა მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა მსახიობმა თავისი უძრავი ქონების გასხვისება. საქმე იმაშია, რომ მისი განქორწინების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და სასამართლომ ყოფილი მეუღლისთვის, ემბერ ჰერდისთვის 7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე და დეპს თაღლითობაში სდებენ ბრალს, რაზეც დამატებით 4 მილიონ დოლარს ედავებიან. ყვითელი პრესა იმასაც წერს, რომ ჯონის მალე გაღარიბება ემუქრება.
კომენტარი