სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: ნურავის ნუ ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს

"ნურავის ნუ ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს აკეთებს. სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს სერბეთის შემთხვევა და ამის მაგალითზე, რომ საარჩევნო კომისიაზე "მაქინაციებით" არჩევნების შედეგები შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

დიდი ცვლილებების დროა და ნურავის ნუ ჰგონია, რომ არჩევნებს მოიპარავს. იმიტომ, რომ სერბეთში ბევრად უფრო ძლიერი მთავრობაა, ბევრად უფრო ძლიერი ოლიგარქები ჰყავს, პრეზიდენტიც ეკონომიკურად ძალიან მძლავრად არის მხარდაჭერილი და სერბეთში ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რაღაც იხიმანდრა და ეუთომ ამ არჩევნების შედეგები პრაქტიკულად გააუქმებინა. ეს არის იმ ხალხის გასაგონად, ვინც თვლის, რომ ამ საარჩევნო კომისიაზე უნდა იყოს სხვადასხვა მაქინაციები.
მე აქ ვარ, ჩემს პრინციპებს არ ვიცვლი, ვდგავარ იქ, სადაც სხვაგვარად არ ძალმიძს. მაქვს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება,“ - ამბობს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100