სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ზვიადაურს ექიმების დახმარება დასჭირდა – რა მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ზურაბ ზვიადაურს, ნერვიულობის ნიადაგზე, დისკოზი გაუმწვავდა და სამედიცინო დახმარება სჭირდება.- ამის შესახებ, „პრაიმტაიმს“, მისმა ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განუცხადა.

ოლიმპიურ ჩემპიონს და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, ექიმების დახმარება დასჭირდა. ზვიადაური, რომელსაც 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სპეციალურად გამოყოფილ საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

„დისკოზი აქვს და ამხელა სტრესისა და ნერვიულობის ფონზე, გაუმწვავდა. ამჟამად, იმყოფება საკარანტინო პირობებში, რაც კორონა ვირუსის პანდემიის გამოა დაწესებული. იმ შეთხვევაში, თუ ადგილზე, ექიმის დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, ვიშუამდგომლებთ, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანონ”- განაცხადა ცნობილაძემ.

ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა, 18 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა.

სისხლიანი გარჩევა, თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა.

შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

გარდაცვლილებს შორისაა ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100