სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

51-ე სკოლაში მომხდარი დაჭრისას ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ჩხუბის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

"მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პოლიციამ უკვე ამოიღო როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს".


შეგახსენებთ, რომ თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.


შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


ერთ-ერთი მოზარდი გზაში გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 16 წლის ბიჭს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში. პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის და ამ დროისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100