სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაძალადევის რაიონში პრიველი ადაპტირებული სათამაშო მოედანი მოეწყო

თბილისი, 26 ნოემბერი, 2015 – ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, კოალიციის „მზის შვილები“ და ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებით თბილისში, პირველი ადაპტირებული გასართობი მოედანი მოეწყო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ადაპტირებული მოედნის მოსაწყობად ნაძალადევის გამგებობამ გამოყო ტერიტორია ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის სკვერი), უზრუნველყო ტერიტორიის კეთილმოწყობა ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურების მოწყობა, სათამაშო მოედნის სპეციალური საფარით დაფარვა. ადაპტირებული სკვერის მოწყობა კოალიცია „მზის შვილების“ ორგანიზებით განხორციელდა. პროექტმა „ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, და 25 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. საიდანაც, შესაძლებელი გახდა ადაპტირებული სკვერისთვის სპეციალური ატრაქციონების შეძენა პოლონეთში და მათი საქართველოში ტრანსპორტირება. ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებული ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 480,202 ლარი გამოიყო.

კოალიციის „მზის შვილები“ პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე ასევე, განთავსდა ზღაპრული სახლი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც შშმ ბავშვების (ეტლით მოსარგებლე, მსხვილი მოტორიკის სირთულის, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე,) ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ თამაშით და გართობით გაიუმჯობესონ ფიზიკური აქტივობა.

მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებული გასართობი მოედანი ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციას.

###

„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორებ. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge

კოალიცია „მზის შვილების“ შესახებ:

კოალიციის მიერ შემუშავებული პროექტები, ყველანაირი სახის დახმარებას (რეაბილიტაცია, საზოგადოებასთან ინტეგრირება, საზოგადოების ინფორმირება) უწევს დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვებსა და მოზარდებს. ორგანიზაციის მიზანია: საზოგადოებაში არსებული ტაბუს და ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ; აგრეთვე სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა; სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მასმედიის აქტიურად ჩართვა ორგანიზაციის მუშაობაში; მსგავსი პროფილის მქონე ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პოლიგრაფიული და გამომცემლობითი საქმიანობის წარმოება; საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100