სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევი: 2008 წლის მოვლენებმა რუსეთს სიძლიერე აგრძნობინა

უსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის "რთულმა მოვლენებმა“ რუსეთს სიძლიერე აგრძნობინა.

ეს განცხადება მედვედევმა 18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როცა მას თხოვეს დაესახელებინა ის მიღწევები, რაც მისი პრეზიდენტობის განვლილ პერიოდს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, რუსეთმა ამ პერიოდში შეძლო ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება, რამაც რიგ ქვეყნებთან არსებული დაძაბულობა შეარბილა.

“მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევძელით საკუთარი თავის დაცვა და დღესაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენული მიდგომები,“– განაცხადა მედვედევმა.

“მე მხედველობაში მაქვს ყველაზე რთული მოვლენები, მათ შორის 2008 წლის მოვლენები,“– განაგრძო მან, მხედველობაში ჰქონდა რა, სავარაუდოდ, საქართველოსთან ომი, "მივიჩნევ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა არ დაშლილიყო, არამედ ძლიერად ეგრძნო თავი იმისდა მიუხედავად, თუ როგორი ინტერპრეტაციები მიიღო ამ მოვლენებმა სხვა ქვეყნებში. ეს იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, თავად ჩვენთვის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100