სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი თვალსა და ხელს შუა ჩამოდნა – მოარული ხმები ანორექსიაზე მიანიშნებენ

„მე თავს მშვენივრად ვგრძნობ: არასდროს ვაკონტროლებ კალორიებს და არასდროს ვიკავებ თავს იმის მირთმევისგან, რაც მსურს. მესმის ჩემი ჯანმრთელობით შეშფოთებულებისაც, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ყველაზე ცუდი ჩემს ცხოვრებაში უკვე უკან მოვიტოვე და გავუძელი იმას, რასაც ბევრი ვერ გაუძლებდა. არ მოვკვდი ახალგაზრდა – ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო“, – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ ერთ–ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე და ავტოგრაფებიც დაარიგა, თუმცა, მისმა სიგამხდრემ მსახიობის თაყვანისმცემლები მაინც შეაშფოთა. მისი ოპტიმიზმის მიუხედავად, ანჯელინა ჯოლი თვალსა და ხელს შუა დნება. 1.72 მ სიმაღლის მსახიობი სულ რაღაც 44 კგ იწონის და ამ ფოტოებზე თვალის შევლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ საუბარი ჯოლის ანორექსიის შესახებ სულაც არაა შემთხვევითი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100