სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის

კომერციული ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის. დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
მაგალითად, "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93. "თიბისი ბანკში" კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს.
ანალოგიური კურსი აქვს ბანკ "რესპუბლიკასაც", სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია.
რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" – 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100