
საფრანგეთში ძლიერი წვიმების გამო დაკარგულ 8 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს ძლიერმა შტორმმა „ალექსმა“ გადაუარა, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.
ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
დაიტბორა ათობით დასახლებული რაიონი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია 8 ადამიანი. მაშველები მათ ამ დრომდე ეძებენ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად სტიქიამ ნიცა და მისი შემოგარენი დააზარალა.
კომენტარი