
რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნა ჩაატარა
შავ ზღვაში, ნოვოროსიისკთან, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნა ჩატარდა.
სამხედროები პირობით ტერორისტებს ანადგურებდნენ და სამაშველო ოპერაციებს ატარებდნენ. სწავლების სცენარით, ისინი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გატაცებული გემის გათავისუფლებაზე მეცადინეობდნენ.
მანევრებში 7 საბრძოლო გემი მონაწილეობდა, რომლებსაც ჰაერიდან ვერტმფრენები უმაგრებდნენენ ზურგს.
სულ წრთვნაში 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. რუსი მესაზღვრეების მანევრებს აკვირდებოდნენ უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები - იუწყება რუსული მედია.
კომენტარი