
ქუთაისში, მოსწავლეებზე ამორალურ საქციელში მხილებულები (ფოტო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში ორი ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულია 150-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ იძულებას გულისხმობს.
ერთ ერთ მათგანს გ.რ-ს ბრალი უკვე წარუდგინეს. მეორე დაკავებული დავით ზოსიაშვილია.
არსებული ინფორმაციით, ზოსიაშვილი ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული გარყვნილი ქმედებისთვის, თუმცა ის 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კომენტარი