
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა (ფოტო)
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა.
ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის (CNF - Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით ჯიხვის აღსარიცხავად დაყენდა.
პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან (NACRES/ნაკრესი) ერთად ახორციელებს. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.
კომენტარი