
დიდ დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე, ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
კომენტარი