
საქართველოში კორონავირუსით ერთ დღე-ღამეში 3 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 5552-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836. გარდაცვლილია 31.
კომენტარი