
ესპანეთის პრინცესამ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა
ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის უმცროს ქალიშვილს კრისტინას საგადასახადო დანაშაულისა და ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს.
საქმე ეხება კრისტინას კუთვნილი კომპანიის Aizoon-სა და საქმელმოქმედო ორგნიზაცია Instituto Noos-ის ფინანსურ მაქინაციებს, რომლის მეშვეობითაც პრინცესას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ევროს მითვისება ედება ბრალად.
პრინცესა ამ დროისთვის კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებს და სასამართლოს წინაშე 8 მარტს წარსდგება. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეფის ნათესავი ბრალდებულის სკამზე ჯდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოში საქმეა აღძრული პრინცესას მეუღლის წინააღმდეგაც, რომელსაც 5,8 მილიონი ევროს მითისება ბრალდება
კომენტარი