
სამეგრელოში ორმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 23 და 24 წლის ახალგაზრდებმა თვითმკვლელობა სცადეს. Report.ge-ს ინფორმაციით ერთმა მათგანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, ხოლო მეორემ ვენები გადაიჭრა. ორივე მათგანი მეზობლებმა გადაარჩინეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.
ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც Report.ge-ს წყარო უყვება, ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარი