
43 გარდაცვლილი და 4 762 ახალი შემთხვევა - განახლებული კოვიდსტატისტიკა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სულ დადასტურებულია 698 944 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კოვიდის დიაგნოზით 9 831 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 953 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 639 564-ია.
დღიურად ჩატარდა 4927 ტესტი.
კომენტარი