
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.
კომენტარი