სასწაულები არ ხდება, მაგრამ ამ რეკლამამ მთელი მსოფლიო აატირა (ვიდეო)
სარეკლამო რგოლს, რომელიც "იუთუბზე" 2011 წლის თებერვალში განთავსდა, 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ კლიპს უკვე უწოდა "ყველაზე ადამიანური" და "მიზანში მოხვედრილი". სარეკლამო რგოლს "რეკლამა, რომელმაც მსოფლიო აატირა" დაარქვეს.
ზოგიერთმა ვიდეო სინამდვილედაც კი აღიქვა: მათ ვიდეორგოლი სოცქსელებში გაავრცელეს წარწერით: "აი, რა შეუძლია დედას". ფაქტია, რომ ვიდეორგოლს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ერთ-ერთ გამოცემაში ფსიქოლოგთა მიერ მომზადებული წერილიც გამოქვეყნდა, სადაც კოლეგებს სთავაზობენ, ადამიანური გრძნობების შესასწავლად სწორედ ეს ვიდეო გამოიყენონ.
წერილში მცირე ექსპერიმენტზეა მოთხრობილი: 30 მამაკაცისა და 30 ქალისგან ორი ჯგუფი შექმნეს. პირველ ჯგუფს წინასწარ აუხსნეს, რომ რეკლამა უნდა ენახათ და ვიდეო ჩაურთეს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ჯგუფის წევრთა 80%-მა იტირა, ხოლო მეორე ჯგუფში, სადაც ბოლო კადრამდე არ იცოდნენ, რომ რეკლამას უყურებდნენ, ატირებულთა რაოდენობამ 93% შეადგინა... "დრონი.ჯი" ამ ვიდეოს აქვეყნებს - შეგიძლიათ ტესტიც ჩაიტაროთ...
კომენტარი