კუბაში ფიდელ კასტროს იუბილე პირველი გეი-ქორწილით აღინიშნა (ვიდეო)
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, კუბაში რევოლუციის ლიდერის 85 წლის ტავს დაემთხვა ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი-ქორწილი. მართალია, კუბის კანონმდებლობით ერთსქესიანი ქორწინება დაშვებული არ არის, მაგრამ კანონი მაინც არ დარღვეულა.
სანამ იკითხავთ, ეს როგორო, „ბი-ბი-სი“-ზე დაყრდნობით გეტყვით, რომ დაქორწინებული წყვილის შემადგენლობაში ერთი მამაკაცი, მეორე კი ტრანსსექსუალი იყო, რომელმაც სქესი ოპერაციის შემდეგ შეიცვალა და კანონის, რეესტრისა და მსაგავსი ფორმალობების წინაშეც ქალად იქცა, მისი რჩეულისთვიოს კი კარგა ხანია, ქალად ითვლებოდა. ასე რომ, თვით მკაცრი ბიუროკრატი კუბელი ჩინოვნიკებიც ვერას გახდნენ: ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ქალმა და მამაკაცმა იქორწინა და, ბუნებრივია, ამას ვერ აკრძალავდნენ.
პატარძალი - ვენდი ირიეპა ერთ-ერთია მათგან, ვინც „თავისუფლების კუნძულზე“ სქესის შეცვლის მიზნით გაიკეთა იპერაცია - ჯერ კიდევ 2007 წელს და, რაც მთავარია, სახელმწიფოს ხარჯზე. ნეფე კი იგნასიო ესტრადა გახლავთ, რომელიც ცნობილია გეების უფლებათა დაცვის მიზნით ჩატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებებით. ქორწილზე კუბის ლგბტ საზოგადოება შეიკრიბა.
რა თქმა უნდა, ახლადდაქოეწინებულებმა თავიანთი ოფიციალურად შეუღლების თარიღი საგანგებოდ დაამთხვიეს ფიდელ კასტრის დაბადების დღეს და თქვეს, რომ ეს ქორწილი, გარკვეულწილად, საჩუქარიცაა ფიდელისთვის, რომელიც მთელი თავისი მმართველობის წლებში დაუნდობლად დევნიდა გეებს. აქვე ისიც დაამატეს, რომ ხელისუფლების სათავეში ფიდელის ძმის, რაულის მოსვლის სემდეგ ამ მხრივ სიტუაცია ქვეყანაში შედარებით გამოსწორდა. სხვათა შორის, 2010 წელს თვითონ ფიდელ კასტრომაც მოუბოდიშა გეებს, ხანგრძლივი დევნის გამო.
ისიც უნდა ითქვას, რომ რაულ კასტროს ქალიშვილი, მარიელა კასტრო სექსუალური უმცირესობების დაცვის მიზნით ძალიან ბევრს აკეთებს. ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერია და ცოტა ხნის წინ პარლამენტს კანონპროექტის განხილვაც კი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კუბელებს სქესის თავისუფალი არჩევანის უფლება დაუკანონდებათ.
ვიდეო ქორწილისთვის მზადების შესახებ
კომენტარი