საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა - ჯინ შაჰინი
"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გავლენიანმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გააკეთა.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.
რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამარწმუნეს, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონია, რომ შესაძლოა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის დრო გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით",- განაცხადა შაჰინმა.
კომენტარი