თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით
თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:
-
Wallet - თიბისი ვოლეტი
/ Apple Pay
-
სამაჯურით გადახდა
-
ფეი სტიკერით გადახდა
-
ბარათით გადახდა
-
QR კოდით გადახდა
ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები:
· შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;
· ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით;
· შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით;
· მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში;
· სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან;
· შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში;
· თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად;
· თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;
მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში, ეწვიონ თიბისის ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
კომენტარი