"მივესალმები ვანოს თავისუფლებაზე ყოფნას, ვამაყობ მისი გაუტეხლობით" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანაგუნდელის, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ვანო მერაბიშვილი სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს და ამაყობს მისი გაუტეხლობით:
"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით.ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება.დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ,როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარი