14 ივლისს, „ივერიაბეთი“ გათამაშების გამარჯვებულებს პორშე მაკანს და სხვა სოლიდურ პრიზებს გადასცემს
14 ივლისს ინტერნეტ ტოლალიზატორი ივერიაბეთი წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. პრიზების გადაცემის ცერემონია ივერიაბეთის ტოტალიზატორში (რუსთაველის #31/13 ), 18:00 საათზე გაიმართება.
ივერიაბეთის გათამაშების ყველაზე იღბლიან გამარჯვებულს 100 000 ევრომდე ღირებულების პორშეს უახლესი მოდელი ავტომობილი - მაკან ტურბო გადაეცემა. პორშეს გასაღებს გამარჯვებულ ნიკა კაკოიშვილს ივერიაბეთის წარმომადგენლები საზეიმო ვითარებაში გადასცემენ.
მთავარი პრიზის გარდა, იღბლიან მოთამაშეებს სხვა სოლიდური საჩუქრები გადაეცემათ: 10 დღიანი საგზური მალდივის კუნძულებზე (5 ვარსკვლავიან სასტუმროში ორ პიროვნებაზე) და უზარმაზარი 140 სმ ეკრანიანი 3D ტელევიზორი სამსუნგის ახალი მოდელის კინოთეატრთან ერთად. ასევე სამი ცალი 1 კვირიანი საგზური ბათუმის რადისონში (2 პიროვნებაზე), სამი ცალი Ipad air 4G და სამი ცალი Samsung S5.
„ეს არის ინტერნეტ ტოტალიზატორ ივერიაბეთის პირველი გათამაშება, ვულოცავ ჩვენს იღბლიან გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებ. გპირდებით, რომ ივერიაბეთი მომხმარებელს მსგავს გათამაშებებს და კონკურსებს სისტემატიურად შესთავაზებს“ - აცხადებს ივერიაბეთის მარკეტინგის მენეჯერი თათუკა ჯავახიშვილი.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, ივერიაბეთის გათამაშება 15 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდა. ხოლო გამარჯვებულები, პირველი არხის ეთერში, 13 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყების წინ, პირველი არხის ეთერში გამოვლინდნენ. სპეციალურ დოლურაში მოთავსებული ნახევარ მილიონამდე ბილეთიდან, 12 ბილეთი მომგებიანი იყო.
„ყველა მოთამაშეს, ვინც ფსონებს ჩვენს ვებ გვერდზე განათავსებდა, ერიცხებოდა გარკვეული რაოდენობის ბილეთები. ცოცხალ, ანუ Live ფსონებზე გასამმაგებული ბილეთების რაოდენობა იყო გათვალისწინებული, ხოლო მობილურიდან ან პლანშეტიდან განთავსებულ ფსონებზე კიდევ 3-ჯერ მეტი ბილეთი“- აცხადებს თათუკა ჯავახიშვილი.
გრანდიოზული გათამაშების გარდა, ივერიაბეთის ფეისბუქის გვერდზე, მუდმივად იმართება მინი კონკურსები. მაგალთად, 13 ივლისს ასევე გამოვლინდა Iveriabet FanApp კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მიიღებს 5,000 ლარის ივერიაბეთისგან. ასევე, მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან საკუთარი ფსონები და იხილონ ისინი კომპანიის ვებ-გვერდზე.
სპორტული ინტერნეტ ტოტალიზატორი ივერიაბეთი, „სამორინე ივერიას“ ახალი ინტერნეტ-პროექტია. ვებ-გვერდი iveriabet.com ოფიციალურად 2014 წლის 5 ივნისს გაიხსნა და ბაზარზე საკმაოდ წარმატებით და აქტიურად ვითარდება.
კომენტარი