სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესის პროექტში ეკოლოგიური საფრთხის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს

საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსების ათვისება და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანაა. როგორც დარგის სპეციალისტები და ექსპერტები აცხადებენ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას სწორედ ეს განსაზღვრავს.

რა ზიანის და სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ჰიდროელექტროსადგურებს და არის თუ არა ეკოლოგიური საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხუდონჰესი?

ამასთან დაკავშირებით ჰიდროენერგეტიკოსი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი, პატა ცინცაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ამგვარ პროექტებს, როგორც წესი, აფინანსებენ მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა: EBRD, "მსოფლიო ბანკი" და სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები. ამიტომ, როგორც წესი, ეს ბანკები ჩვენზე მეტად არიან დაინტერესებულები იმაში, რომ მათ მიერ განხორციელებულ და დაფინანსებულ პროექტებში საფრთხე არ იყოს. ეს ორგანიზაციები მიმართულნი არიან ქვეყნების განვითარების ხელშეწყობისკენ და, ბუნებრივია, მათ ინტერესებში არ შედის ისეთი პროექტები, რომლებიც ეკოლოგიურ კატასტროფებს იწვევს. მათი სტანდარტებით გაცილებით მაღალია ეკოლოგიის მიმართ მოთხოვნები, ვიდრე ბევრი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს ეროვნული სტანდარტებით. ეს ფაქტორიც მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ პროექტში ეკოლოგიური საფრთხის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

მაღალი კაშხლების მშენებლობა დიდი ხნის წინ დაიწყო და განვითარებულია ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იაპონია, შვეიცარია, იტალია, ნორვეგია და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები. მათ ნაგებობების პროექტები და მშენებლობა მაქსიმალურად დახვეწეს. ამიტომ ხუდონჰესი არ არის "ნოუ ჰაუ", ჩვენ არ ვაშენებთ განსაკუთრებულ ნაგებობას, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ არის. პირიქით, გეტყვით რომ ამგვარი წყალსაცავიანი სადგურები თუ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს, შვეიცარიაში მათი რიცხვი 250-ს აღწევს, იაპონიაში 2500-ზე მეტია. მოგეხსენებათ, იაპონია სეისმურად აქტიური ქვეყანაა და დღე არ გადის, მიწისქვეშა ბიძგები რომ არ იყოს."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100