სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბებია, რომელმაც საკუთარი შვილიშვილები თავად გააჩინა

53 წლის სუზი კოზისეკმა (Susie Kozisek) საკუთარი შვილიშვილები გააჩინა. საქმე იმაშია, რომ სუზის ქალიშვილს, ეშლი ლარკინს (Ashley Larkin) ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუსვევს, რის გამოც ეშლის ბავშვების გაჩენა არ შეეძლო და სუზი სიამოვნებით დათანხმდა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად საკუთარი შვილიშვილები 9 თვე მუცლით ეტარებინა.

ბებიამ საკუთარი შვილიშვილები, ტყუპი გოგონები ჰოლი და ჰედლი 2013 წლის ივლისში გააჩინა და ისინი ჯანმრთელი ბავშვები არიან. იგივე ფაქტი 2011 წელსაც მოხდა, მაშინ სუზი კოზისეკმა, საკუთარ ქალიშვილ ეშლის უფროსი შვილი ლარკინი გაუჩინა.

როგორც სუზი კოზისეკი აცხადებს ფეხმძიმობა და მშობიარობა ორივე შემთხვევაში გართულებების გარეშე წარიმართა და ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ შვილიშვილების გარდა სუზის 4 საკუთარი შვილი ყავს ახალგაზრდობაში გაჩენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100