სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ერთი თვის წინ დამირეკა კლიპს იღებდა... ჩემი ბავშვობის ყველაზე მეამბოხე წლები წაიღო თან" - სოფია სებისკვერაძე "შავ პრინცზე"

აი, რას წერს სოფია სებისკვერაძე "შავი პრინცის" გარდაცვალების შემდეგ:
"ალბათ რომ წაეკითხა ეს პოსტი გაეღიმებოდა და რამეს მეტყოდა თავისნაირი კეთილი იუმორით. იმიტომ ვწერ, რომ იქნებ მართლა წაიკითხოს. იმის მეოთხედსაც კი არ ახმაურებდა რასაც აკეთებდა. ჩუმი, კეთილი და ნიჭიერი მუსიკოსი და არა მარტო მუსიკოსი. ალბათ ვერც წარმოიდგენთ მაგრამ კლასიკურ ნაწარმოებებსაც წერდა, ჰიპ-ჰოპის და კორდებალეტის ელემენტებით ქორეოგრაფიული სპექტაკლს დგამდა ,,დასასრული" ერქვა. მაშინ გავიცანი პირველად. მონაწილეობა შემომთავაზა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და სულ იქ მინდოდა ყოფნა რეპეტიციებზე. ბევრი კონცერტი, ბევრი რეივი, მოკლედ ჩემი თინეიჯერობის ყველაზე თბილი და ახლობელი ადამიანი დავკარგე დღეს. ერთი თვის წინ დამირეკა კლიპს იღებდა და თუ ჩამოხვალო და ვერ ჩავედი. ვაიმე როგორ ვნანობ ...ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობის ყველაზე მეამბოხე წლები წაიღო თან. ,,შავი პრინცი" დაირქვა მაგრამ ჩემთვის სულ შურიკა იყო და ასე დარჩება ბოლომდე, კეთილ და ნათელ შურიკად. მიხარია რომ ვიცნობდი... ქუთაისმა კოლორიტი დაკარგა მე ბავშვობის მეგობარი. ვგრძნობ როგორ დამცინებდა ამ პოსტის გამო, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვითმინე" - წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი "შავი პრინცი" გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100