ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ნამორაძის ცოლი ცილს დამწამებს მე მას სასამართლოში შევხვდები
კოდუა ნამორაძის კონფლიქტის ერთ-ერთი ნაწილი, ავტომობილი რენჯროვერი დედაქალაქში უკვე დიდი ხანია რაც განხილვის თემაა. არსებობს ჭორი, რომ ნოშიკო ნამორაძის ცოლის, ნინო სუთიძისთვის წართმეული ავტომობილით ნანუკა ჟორჟოლიანი დადიოდა.
რამდენიმე წუთის წინ ნინო სუთიძემ წართმეული რენჯროვერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შავი ფერისაა, ნანუკას რენჯროვერი კი ოქროსფერი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სუთიძემ თავად გააქარწყლა დედაქალაქში აქტიურად განხილვადი ჭორი.
„თუ ნამორაძის ცოლი ცილს დამწამებს მე მას სასამართლოში შევხვდები. აუცილებლად ვუჩივლებ. ჩემი ოჯახი არ არის ვენდეტა, ჩვენ ყოველთვის ვანიჭებდით უპირატესობას სამართლებრივ გზებს და ახლაც ასე იქნება.
ნოშიკო ნამორაძის რენჯ-როვერი იყო კუდის ბალანსზე და ახლაც შსს-ს კუთვნილებაშია, ამ მანქანით დადიოდა ვინმე ჟუღელი.
მე პირადად შავი რენჯროვერი არასოდეს მყოლია, ვინც ფერებს არჩევს ყველამ იცის, რომ ჩემი რენჯროვერი იყო ოქროსფერი. რაც შეეხება ირაკლი კოდუას შავი ფერის რენჯროვერებს ისინი ყველა იყო რენჯროვერის ცენტრიდან გამოყვანილი, არსებობს ამის დოკუმენტებიც.
ვიმეორებ თუ ნინო სუთიძე ცილს დამწამებს მე აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში და ამ საქმეს ჩავყვები ბოლომდე.“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა droni.ge -სთან საუბრისას
კომენტარი