საპატრულო და სასწრაფო მანქანები - რა მოხდა ჟვანიას მოედანზე?
ღამე საბურთალოზე, ზურაბ ჟვანიას მოედანთან, ჩინური რესტორნის წინ საპატრულო და სასწრაფო მანქანები იყო მობილიზებული.
კანდელაკის ქუჩის 2-ში მდებარე, რესტორან Samson-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩხუბის დროს მამას და შვილს სცემეს. მამა სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩხუბის დროს რესტორნის თანამშრომელი ქალი ხელში მსუბუქად დაჭერეს, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზებულია.
ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს რესტორანში, საიდანაც არავის უშვებენ. პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
თვითმხილველის თქმით, პატრულმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 126-ე მუხლით ჩხუბის ფაქტზე აღიძრა. უწყება დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს.
კომენტარი