სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი კოსმოსური სიჩქარე

პირველი კოსმოსური სიჩქარე აუცილებელია მივანიჭოთ ბალისტიკურ ჭურვს, რომ იგი მოვათავსოთ პლანეტის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე, რომლის რადიუსი პლანეტის რადიუსის ტოლი იქნება, ატმოსფეროს წინააღმდეგობის და პლანეტის მოძრაობის ჩაუთვლელად. სხვა სიტყვებით - პირველი კოსმოსური სიჩქარე ესაა სიჩქარე, რითაც უნდა გავისროლოთ ქვა ჰორიზონტალურად, რომ იგი დედამიწაზე არ ჩამოვარდეს.

პირველი კოსმოსური სიჩქარე ის მინიმალური სიჩქარეა, რომელიც უნდა მიენიჭოს ხელოვნურ თანამგზავრს, რომ მან პლანეტის ირგვლივ ორბიტაზე იტრიალოს. პირველ კოსმოსურ სიჩქარეს უფრო თეორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან პრაქტიკაში საჭიროა ატმოსფეროს (თუკი პლანეტას აქვს ატმოსფერო) წინააღდეგობის გადალახვა, ამას გარდა, დედამიწის შემთხვევაში, თანამგზავრის გაყვანისას, როგორც წესი, იყენებენ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის ირგვლივ, რაც თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანას ერთგვარად აადვილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100