კობი ბრაიანტის მეუღლის პირველი კომენტარი ქმრის გარდაცვალების შემდეგ - ვანესა პირადი ტრაგედიისა და საქველმოქმედო ფონდის შესახებ საუბრობს
კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მომხდარ ტრაგედიას პირველად ეხმაურება:
„მე და ჩემს გოგონებს გვინდა მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს ამ საზარელ პერიოდში გამოვლენილი დახმარებისა და გვერდში დგომის გამო. მადლიერი ვარ ყველა მათგანის, ვინც კობისა და ჯიანას გამო ლოცულობს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა ეს. სრულად განადგურებული ვართ ჩემი გასაოცარი ქმრის, კობისა და ჩემი ძვირფასი ქალიშვილის გარდაცვალების გამო. კობი არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ხოლო ჯიჯი შესანიშნავი და და შვილი. მათ ორივემ იცოდნენ თუ რა ძლიერ მიყვარდა ისინი და მე ამის გამო მშვიდად ვარ, რომ მოვასწარი მათთვის ეს დამენახებინა.
ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ადამიანების დარდს, რომლებმაც კვირას თავიანთი ახლობელი ადამიანები დაკარგეს. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა.
ძალიან მინდა, რომ ისინი ახლა ჩვენთან ერთად იყვნენ. არ ვიცი რა გველოდება ამის შემდეგ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე.
ჩვენ მართალია ყოველდღე ვიღვიძებთ, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ძალიან რთულია მათ გარეშე, წარმოუდგენელიც კი. თუმცა ვიცით, რომ კობი და ჩვენი პატარა გოგონა, თავზე დაგვნათიან და მე მჯერა, რომ ისინი ჩემი და ჩემი პატარა გოგონების ცხოვრებას ზეციდან გაანათებენ. რაც ყველაზე მეტად მინდა ისაა, რომ შემეძლოს მათთან ჩახუტება, კოცნა და დალოცვა.
ასევე, მინდა გაუწყოთ, რომ მამბას სპორტულმა ფონდმა ჩამოაყალიბა MambaOnThree Fund, რათა დაეხმაროს ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ სხვა ოჯახებს. შემოწირულობისთვის, გადადით MambaOnThree.org.“ - წერს ვანესა ბრაიანტი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.
კომენტარი