მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანომალია: ბავშვი რვა კიდურით
2010 წლის იანვარში ნეპალში ფრიად უცნაური, რვა კიდურის მქონე ბავშვი დაიბადა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უიშვიათეს ანომალიადაა მიჩნეული. ბავშვი, რომლის სქესიც არ ხმაურდება, რამეცხაპის ოლქში, ქვეყნის აღმოსავლეთით დაიბადა. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ბუდიზმის მიმდევარია, ბავშვი სიმდიდრისა და კეთილდღეობის ღვთაების - ოთხხელიანი ლაქშმის ინკარნაციად მიიჩნია. მასზე თვალის შესავლებად უამრავი ადამიანი მთელი ქვეყნიდან ყოველდღიურად მის სახლთან იყრის თავს.
რვა კიდურის მქონე ბავშვის დაბადება დიდი იშვიათობაა. 2007 წელს ასეთი გოგონა ინდოეთის შტატ ბიხარშიც დაიბადა. მის სანახავადაც მთელი ინდოეთიდან დადიოდნენ, ხოლო სპეციალური ცირკის წარმომადგენლებმა მშობლებს ბავშვის გაყიდვაც კი შესთავაზეს.
ბანგალორის „სპარშის“ კლინიკის ექიმებმა თანხმობა განაცხადეს, „ლაქშმისთვის“ ზედმეტი კიდურები უსასყიდლოდ მოეშორებინათ - მშობლებს ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ოპერაციის გარეშე კი გოგონა ზრდასრულ ასაკს ვერ მიაღწევდა. ოპერაცია 2007 წელსვე ჩატარდა. ინდოელი გოგონა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სიარულს სწავლობს.
კომენტარი