პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - დაღუპულია ერთი ადამიანი
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ სხვადასხვა წყარო იტყობინება. ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
უცხოური მედიის ცნობით, შტატის გუბერნატორმა ქალაქში წესრიგის აღდგენის მიზნით, პოლიციის დასახმარებლად, ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოიყვანა.
აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დემონსტრაციები ქვეყნის 3 მსხვილ ქალაქში - მინეანაპოლისში, ლოს-ანჯელესსა და მემფისში გაიმართა. ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად 1 კაცი დაიღუპა.
ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.
წყარო: იმედინიუს.ჯი
კომენტარი