სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაქცინაციიდან 42 დღე დალევა იკრძალება

კორონავირუსის აცრიდან თვენახევრის განმავლობაში რუსი ექიმები ალკოჰოლური სასმელის მიღებას კრძალავენ.

განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ გააკეთა. მისი თქმით, რუსებს აცრიდან 42 დღის განმავლობაში დალევისგან თავის შეკავება მოუწევთ, რომ რუსულმა ვაქცინა Sputnik V-მ ეფექტი იქონიოს.

ინფორმაციას New Your Post აქვეყნებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით. რუსი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 15, 1 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს.

მასშტაბური ვაქცინაცია რუსეთში გასულ კვირაში დაიწყო. ამ დროისთვის იმუნიზაცია 100 000 ადამიანმა გაიარა.

კვირის ბოლოსთვის ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში გაგრძელდება.

რუსი ჩინოვნიკების განცხადებით, რუსული ვაქცინა 90%-ით ეფექტურია, თუმცა ანგარიშებში წერია, რომ ექიმები, რომელთაც რუსული ვაქცინა გაიკეთეს, კორონავირუსით მაინც დაინფიცირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა რუსული ვაქცინით აცრაზე უარი განაცხადა.

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 2,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 42 ათასი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100