სამუშაო შეხვედრები Free Travel-ს , HotelsPro-სა და საქართველოში „ჰოთელსპროს“ გენერალურ წარმომადგენელ Turi.ge-ის შორის ისევ შედგა
"ჩვენი პარტნიორები, როგორც ჩვენს თითებში იმპულსები გვაძლევენ მიმართულებასა და ძალას, რათა ვიყოთ წამყვანი დაჯავშნის სისტემა მსოფლიო ბაზარზე; დინამიური, ეფექტური და ხარიასხიანი სერვისებითა და მომსახურებით" - განაცხადა Free Travel-ის ოფისში შემდგარ შეხვედრაზე HotelsPro-ს პარტნიორებთან ურთიერთობისა და ანგარიშების მენეჯერმა Zeinep Okcu-მა.
შეხვედრაზე, "Hotelspro"-ს რეგიონალურმა მენეჯერმა Burcu Gok,
"Turi.ge"-ის გაყიდვების მენეჯერმა ნინო სოხაძემ და ბიზნეს
განვითარების მენეჯერმა გიორგი დოლიძემ ტურისტულ სააგენტო Free
Travel-ის გუნდთან ერთად განიხილეს თუ როგორ უზრუნველყონ უცხოეთში მოგზაურობის
მსურველ საქართველოს
მოქალაქეების მოთხოვნები, დაბალი ფასებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით სწორედ
ამ დაჯავშნის სისტემიდან.
HotelsPro 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და
მსოფლიოში 90 ათას სასტუმროსთან თანამშრომლობს. ამ B2B დაჯავშნის სისტემის
საშუალებით შესაძლებელია:
- სხვადასხვა კატეგორიის განთავსების ადგილის
დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას;
- განთავსების ადგილების ბოლო წამებში დაჯავშნაც
კი, რასაც ჩვენ last minute booking-ს ვეძახით;
- სასტუმროს ფასდაკლებებითა და აქციებით
დარეზერვება;
- ტრანსფერების სხვადასხვა შემოთავაზებები, როგორც
ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური.
HotelsPro და მისი გუნდი გამოირჩევა:
- მაღალი
ხარისხის მომსახურებით, 24/7 ონლაინ სამუშაო გრაფიკით;
- მოქნილი გადახდის საშუალებებით;
- მუდმივად განახლებადი softwear-ით,
- მეგობრული და მუდამ გვერდით მდგომი
თანამშრომლებით.
"Hotelspro"-ს წარმომადგენლები საქართველოში კიდევ 2 დღის დარჩებიან და სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებას გამართავენ მათ ოფიციალურ წარმომადგენლებტან ერთად საქართველოში.
ტურისტული სააგენტო Free Travel კი გთავაზოვთ HotelsPro-ს მიერ მოწოდებულ ტურისტულ სერვისებს. სურვილის
შემთხვევაში, ან დამატებითი ინფორმაციისათვის
შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი
N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38,
ან დაგვიკავშირდეთ:
მობილური: +995 599039922; +995
595479955;
ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected]
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/
ჟურნალისტი: მარიამ მუჯირი
კომენტარი