სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გაჭირვებაც ნახა, ომიც და ათასი ცილისწამებამაც, მაგრამ მაინც ძლიერად დგას და ხალხს ასაქმებს“

რა მდგომარეობაა სოფელ ძეგვში? ძეგველები არ მალავენ რომ უმუშევრობა და უსახსრობა მათი ნომერ პირველი მტერია. მათი აზრით, მდგომარეობას ართულებს ისიც რომ „ადგილობრივი ხელისუფლება თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას“.

„ჩვენ ისეთი კანდიდატი გვჭირდება, ჩვენიანი რომ იქნება. ჩვენს გულისტკივილს რომ გაითვალისწინებს.

აი, ზუსტად ასეთი მაგარი კაცია ცეზარ ჩოჩელი. არც არავის შეუშინდა და არც არავის გაურიგდა.

დამოუკიდებელ კანდიდატად დადგა და გაიმარჯვებს კიდევაც. ღმერთმა მაგას და ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც გულით ცდილობს ხალხის დახმარებას“, - ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ოჯახს ვაჭრობით არჩენს და სოფლიდან ყოველ დღე უწევს მცხეთაში ჩასვლა.

„ძნელია, რა თქმა უნდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ თავი გავიტანოთ. მძიმე დროა ახლა და გვინდა რომ აი, ბატონი ცეზარის გამარჯვების შემდეგ მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა“, - ამატებს იგი.

მცხეთის სოფლებში ტრადიციული პრობლემებია. გლეხები თითქმის ყველაფერზე ჩივიან: ეკონომიკური საკითხებით დაწყებული და სოფლის მეურნეობის პროგრამებით დასრულებული.

„ჩვენ წუწუნი არ გვიყვარს. ჩვენ შრომა გვიყვარს და შრომის საშუალება მოგვცენ. გლეხმა ადამიანად რომ იგრძნოს თავი, ისეთი საქართველო გვინდა.

სოფელი არ უნდა დაიცალოს და სოფელს მეტი აზრი უნდა მიეცეს. გლეხის და შრომის ფასი კი, ყველაზე მეტად, იმ კანდიდატებიდან, ვინც კენჭს იყრის, ცეზარ ჩოჩელმა იცის.

ყველაფერმა ცეზარ ჩოჩელის მხრებზე გადაიარა... გაჭირვებაც ნახა, ომიც და ათასი ცილისწამებამაც, მაგრამ მაინც ძლიერად დგას და ხალხს ასაქმებს... იმსახურებს დეპუტატობას“, - მიიჩნევს ქსოვრისელი პაპა, რომელიც 2008 წელს იხსენებს.

„ნეტავ გაერთიანებულ საქართველოს მომასწრო“, - ნატრობს მოხუცი და იმ კიდევ ერთ არგუმენტს გვიმხელს, რის გამოც მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერს. „დევნილებს ეხმარება, ოკუპანტებისგან გამოძევებულ, სახლებგადამწვარ ხალხს ეხმარება“.

შეგახსენებთ რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობისათვის 5 ძირითადი კანდიდატი იბრძვის:

ირაკლი ბერიაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან,

კონსტანტინე მორგოშია პატრიოტთა ალიანსიდან,

გიორგი გუგავა ლეიბორისტული პარტიიდან,

დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნებიდან

და დამოუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100