სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არასდროს დავუშვებთ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება დაბრუნდეს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს"

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ქარელში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე და მათ შორის ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

"პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებდით ამ წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დგახართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.

ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ჩვენი ერთად, ყველას დამსახურება.

ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს, ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაცულნი. მათი უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა.

ზუსტად, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანაბრად დაცული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გზა, უფრო მარტივია ქვეყნის ისეთი მართვა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა-ძალადობასა და პოლიციაზე დამყარებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ამას, ყველამ ერთად ვუთხარით არა" , - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100