სწავლის ხელმისაწვდომობის რეიტინგში საქართველომ 150-ე ადგილიდან 23- ეზე გადმოინაცვლა
"იუნესკოს 2013 წლის მონაცემებით, სწავლის ხელმისაწვდომობის რეიტინგში საქართველომ 150-ე ადგილიდან 23- ე ადგილზე გადმოინაცვლა"-ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე და მოახლოებული ტურისტული სეზონის სამზადისზე იმსჯელეს.
განათლების მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების თაობაზე ინფორმაცია წარადგინა. თამარ სანიკიძის განცხადებით, პროფესიული განათლების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად პროფესიულ სასწავლებლებში დღეს ვაკანტური ადგილები აღარ არსებობს და პროფესიული განათლებით დაინტერესება გაიზარდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დღეს სწავლის ხელმისაწვდომობის პრობლემა მოხსნილია და ახალგაზრდებს არჩევანის საშუალება აქვთ.
კომენტარი