
ქაბულში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა - 20 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაშავდნენ
ქაბულში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად 20 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაშავდნენ.
როგორც Reuters-ი იუწყება, აფეთქების სამიზნე ავღანელი პარლამენტარი იყო, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში ძალადობრივი შემთხვევები, განსაკუთრებით კი აფეთქებები გახშირდა.
კომენტარი